ვაკეში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ქართული ოცნების გენერალური მდივნის, ირაკლი კობახიძის დადებულ პირობას ეხმიანება.
კობახიძემ თქვა, რომ თუ ქართული ოცნების რომელიმე კანდიდატი ნიკა მელიასთან, ლევან ხაბეიშვილთან ან გიორგი ბოტკოველთან არჩევნებში დამარცხდება, ის პოლიტიკიდან წავა.
“მე თუ მოვიგე კობახიძე რჩება! ვაშაა. რა მაცინებს”,- წერს ხოშტარია ფეისბუქის პირად გვერდზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ოცნების სამივე კანდიდატი გაიმარჯვებს, საპასუხოდ ნიკა გვარამიამ მედია და პოლიტიკა უნდა დატოვოს.