მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ 3000-3000-ლარიანი გირაო შეუფარდა

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ახალციხის კლინიკა “იმედის” ორ ექიმს და ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ბრალდების მხარე 5000 ლარიან გირაოს ითხოვდა. შემდეგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 მაისს ჩაინიშნა.

გუშინ პროკურატურამ მეგი ბაქრაძის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ახალციხის კლინიკია “იმედის” 2 ექიმსა და 1 ექთანს ბრალი წარუდგინა.

ერთ-ერთი ბრალდებული ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე აღიარებს, რომ ბექი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია, რადგან საჭიროდ არ ჩათვალა.

მედიკოსებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარწდგინა, რაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას იყვალისწინებს.