თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გულითადად მწამს, რომ ორი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა, თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანს თავის წვლილს ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირადად თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს, კეთილდღეობა და აღორძინება”

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.