“უკრაინის მოქალაქეა და მგონია, რომ თუ ოდესმე ყოფილა ადეკვატური დრო, რომ მიხეილ სააკაშვილს რამე სასარგებლო გაეკეთებინა, შეიძლება – ახლაა და ნაცვლად იმისა, რომ ის ამ საქმეს აკეთებდეს, ციხეში ზის. ამაზე მეტი სტიმული რა უნდა ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება ქართული პოლიტიკიდან წასვლის მიიღოს. ეს მნიშვნელოვანია ენმ-ს მოქმედი პოლიტიკოსების პოლიტიკური მომავლისთვის. სინამდვილეში ეს ამთავრებს პოლარიზაციას და გვაძლევს შანსს გავხდეთ ევროპული საზოგადოება…”
ამის შესახებ, გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახო მეგრელიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.