გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას უპირობოდ გათავისუფლება ულტიმატუმს ჰგავს, ულტიმატუმი კი არ მიიღება.
“ნიკა მელია გათავსუფლდება. უპირობოდ?! ძაან დიდი ბოდიში, ეს ისევ ულტიმატუმს ჰგავს და ულტიმატუმების დრო ამ შეთანხმებამ დაასრულა. არანაირი ულტიმატუმი არც ნაციონალური მოძრაობისგან და არც არავისგან არ მიიღება. მორჩა. ნიკა მელიას ქვეყნის დონეზე სიტუაციის დარეგულირების ფასად სთავაზობენ მისი პრობლემის გადაწყვეტას. მისი პრობლემა არ შეიძლება გადაიქცეს ქვეყნის პრობლემად, როგორც ჩაფიქრებული იყო თავიდან, როდესაც ნიკა მელია გონორით ემზადებოდა ციხისთვის”,– ამბობს ის პალიტრანიუსის ეთერში.
მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება “უკვე დაცინვაზე გადავიდა”, ხოლო თვითონაც ამ ყველაფერს უკვე არასერიოზულად უყურებს.