გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ორშაბათს პარლამენტში შევა.
“ჩვენ ისედაც გვგონია, რომ მაგ საქმიანობით ვიყავით დაკავებული, უბრალოდ სხვა ფორმატში გადავდივართ. ეს ფორმა არის ყველაზე სწორი და ერთადერთი ფორმა ჩვენთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ რომელიმე მხარეს ბრძოლაში
ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შევდივართ, თუ შეთანხმება შედგა შევდივართ, როგორც ყველა, ნაციონალური მოძრაობა და ასე შემდეგ. თუ ვერ შედგა შეთანხმება ჩვენ მაინც ვიქნებით ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში”. – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.