”თუ ვსაუბრობთ ბიზნესზე, ესეც ჩვენი საზოგადოების ნაწილია და მსხვილი ბიზნესი მათ შორის, ისინი, როგორც იტყვიან, დამნაშავეები არიან დანაშაულის გარეშე. მოდით ჩვენ თავს დავუსვათ კითხვა: ზოგადად, ამ მსხვილი ბიზნესიდან, რომელიმეს მაინც შეუძლია ცოტაოდენი გავლენა მაინც მოახდინოს ხელისუფლების პოზიციაზე? ხოდა პირდაპირ გეუბნებით, რომ არა, არანაირად. ის, ვინც სახელმწიფოს მართვით არის დაკავებული, პირველ რიგში, ორიენტირებულია მთელი ქვეყნის ინტერესებზე, რუსი ხალხის ინტერესებზე. ის, ვინც საკუთარი ბიზნესის მართვით არის დაკავებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, დაკავებულია მხოლოდ ამით. ამიტომ, გათვლები იმაზე, რომ რუსული ბიზნესის შეზღუდვით, ისინი რამე გზით შეძლებენ ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას, არის სრული უაზროა, ეს უბრალოდ სისულელე და შტერობაა. ”
განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა RIA-სთან მიცემულ ინტერვიუში.