“მედიაციის დროა, კონფრონტაციამ დიალოგს უნდა დაუთმოს გზა “- ასე ეხმაურება, ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს.
“მხარს ვუჭერ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მისიას. ახლა მედიაციის დროა. ძალადობრივი პოლიტიკის კონფრონტაციამ დიალოგს უნდა დაუთმოს გზა. ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოს ინტერესებისთვის უნდა გაერთიანდეს”,- წერს ლიეტუვას პრეზიდენტი, Twitter-ზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. მან პირველ მარტს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარალამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან შეხვედრები გამართა. მოგვიანებით, შარლ მიშელის ინიციატივით, ორბელიანების სასახელში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდა.
I support @eucopresident mission in Georgia. Now the time for mediation. Violent political confrontation must give its way to dialogue. All political parties should unite for the interests of #Georgia! @EUCouncil @Zourabichvili_S https://t.co/rhJR6hktOc
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) March 1, 2021