მელია: 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს

ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. ა

მისი თქმით, რეალობა სხვა ძალისხმევას მოითხოვს.

“ვითარება არის სრულიად შეცვლილი. რეალობა მოითხოვს სხვა ძალისხმევას ამ ეტაპზე. 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. ამ ეტაპზე ეს მგონი ისედაც ცხადი იყო”, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები 15 მაისს მასშტაბურ აქციას გეგმავდნენ.