ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, ნიკა მელია არ გამოცხადდება სასამართლოში და მართლმსაჯულებას დაემალება.
მისივე მტკიცებით, ენმ–ს თავმჯდომარე აპირებს, ოფისში ჩაიკეტოს და წინ სხვა ადამიანები აიფაროს.
“ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მათი საჯარო გამოსვლებითაც დასტურდება, რომ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუმადგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 20 ივნისს”, — თქვა სუბარმა