„ორი პოლუსი ჩამოყალიბდა. როდესაც შუას გაკრეფა ხდება და ტემპერატურა არის ძალიან მაღალი, ორი ურჩხული ერთმანეთს ებრძვის, იქ ძალიან ძნელია სივრცეში გამოჩენა. გახარია ხომ ამ ორპოლუსიან მატრიცაში ვერ ჯდება. საინფორმაციო ველში ვერ შემოდის, განა არ უნდა. სად უნდა შემოვიდეს, ადგილს არ ტოვებენ. მელია კიდევ უარეს დღეშია, ჯერ შიგნით უნდა დალაგდეს. მელიას ორი ფრონტი აქვს, მას შიგნით პარტიაში აქვს ფრონტი, იქ აქვს დასალაგებელი. მან რომ ხმამაღალი განცხადებები გააკეთოს, პირველ რიგში მისი კრიტიკოსები გაჩნდებიან მისივე პარტიაში,რაც არაერთხელ მომხდარა. მას უწევს მანევრირება. „ნაციონალურ მოძრაობაში ხდება, ემოციის და რაციოს დატაკება. ემოციურად – „მოდი დილას დავიწყოთ, საღამოს დავამთავროთ“ და თუ საღამოს ვერ ამთავრებენ მელიას ბრალია. თვითონაც არ იციან როგორ უნდა დაამთავრონ, მაგრამ მელიას ბრალია და მორჩა, ქოქოლას დააყრიან პრობლემა არ არის. მას უწევს ხარკის გადახდა ამ ხალხისთვის. ბოლოს გაახმოვანა ინიციატივა, ჩვენი მოთხოვნა იქნება რიგგარეშე არჩევნებიო, დარწმუნებული ვარ, თვითონ არ სჯერა მაგ მოთხოვნის. იძულებული გახდა, რადგან ეს ხალხი მუდმივად მათრახის ქვეშ ამყოფებს“
ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ოპოზიციურ ფლანგზე პასიურობის მიზეზზე საუბრისას განაცხადა.