საქართველოს, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობას ეხმაურება და წერს, რომ ის მალე ივახშმებს გარეთ და ”ჩამსმელები სად იქნებიან, მალე შეიტყობთ”.
“ნიკა მელია სულ მალე ივახშმებს გარეთ თავისუფლად და მისი ჩამსმელები სად იქნებიან, მალე შეიტყობთ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, დღეს, 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელია სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა და მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელია სხდომიდან ისევ გააძევა.