ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება მასსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირებას და აცხადებს, რომ მელიამ პროვოკაცია მოაწყო.
ის საზოგადოებას გინების გამო ბოდიშს უხდის.
“ნიკანორ მელია უინტელექტო ხულიგანი და პროვოკატორია, რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს. სიმბოლურია, რომ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ არაფრად აგდებს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აგორებს. ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. ჩემთვისაც რთული იყო პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მითუმეტეს კრიმინალის მხრიდან.
საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინეთ. ამ ფონზე მინდა მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივისტებსა და პარტიის წევრებს, მოთმინებით მიუდგნენ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას”,- ამბობს კობახიძე.