“კომპრომისი მხარეების გადასაწყვეტია, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა უნდა იქონიონ გავლენა ორივე მხარეზე, რომ შესაძლებელი იყოს კომპრომისის მიღწევა. უნდა ვიპოვოთ ბალანსი, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, თუმცა არა მხოლოდ ადგილების შესავსებად. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ამერიკა ვერ იტყვის, რომ ეს აუცილებლად საჭიროა, მაგრამ მე მხარს ვუჭერ იმ აზრს, რომ მელია უნდა იყოს გათავისუფლებული ციხიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპრომისი შეუძლებელი იქნება”,- თქვა კრამერმა ფორმულას გადაცემა “კომენტარში”.
მანვე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ანდრიუს კუბილიუსს იმაში, რომ მოლაპარაკებებში სააკაშვილი და ივანიშვილი უნდა ჩაერთონ, რადგან ერთს ოფიციალური პოზიცია არ უკავია, მეორე კი ქვეყანაშიც კი არ იმყოფება.