“თუ ნიკა მელია და სხვა პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, მათ შორის, გიორგი რურუა და რიგგარეშე არჩევნები იქნება ასახული”-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ „ლეიბორისტულ პარტიაში“ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ პირველი ნაბიჯი გადადგა ზეწოლის შედეგად და მას მოუწევს იმ ორ დარჩენილ პუნქტზეც მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც ეხება რიგგარეშე არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის პოზიცია არის ძალიან მკაფიო – ნიკა მელიას გათავისუფლებამდე, „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენ არანაირ შეთანხმებაზე არ წავალთ. რაც შეეხება პრეზიდენტს, ვერ ვილაპარაკებ მის როლზე, იმიტომ, რომ მისი როლი პირველი დღიდან გაურკვეველია დღემდე. პოლიტმატიმრების ნაწილზე მას შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს და დაველოდოთ. თუ მიიღებს, კარგი იქნება, მაგრამ ესეც არ მგონია მასზე იყოს დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებაზე“ – პრეზიდენტს დამოუკიდებელი აზრი არ გააჩნია,“- განაცხადა კობა ნაყოფიამ.