სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ნიკა მელიამ მას მოუყვა, რომ დაკავების შემდეგ სამართალდამცავები პოლიციის განყოფილებას ვერ აგნებდნენ.
ომბუდსმენი ვარაუდობს, რომ პოლიციელები არ იყვნენ ადგილობრივები.
“ერთი შემთხვევა გაიხსენა ნიკამ. როდესაც ის დააკავეს, როგორც მან მითხრა, სავარაუდოდ ის ადამიანები, რომლებმაც დააკავეს, არ იყვნენ ადგილობრივები, იმიტომ რომ ძალიან გაუჭირდათ გაგნება. შეიძლება იყვნენ სხვა ქალაქიდან ჩამოყვანილები, რადგან ცოტა კურიოზულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილიო, ყვებოდა ნიკა. ვერ აგნებდნენ პოლიციის განყოფილებას”,– თქვა ნინო ლომჯარიამ ფორმულას ეთერში.
ომბუდსმენი ნინო ლომჯარია რუსთავის ციხეში დაკავებულ ნიკა მელიას შეხვდა.