“როდესაც ანულირებულ დოკუმენტს ხელს აწერ, არ ვიცი, ამას რა შეიძლება დავარქვათ პოლიტიკაში. ასეთი რამ პოლიტიკის ისტორიაში არ მომხდარა. ისეთ აბსურდში არიან შესული და მიზეზი რა არის? – შიდა დაპირისპირებები. სააკაშვილი ვერ იტანს მელიას, მელია ვერ იტანს მერაბიშვილს და ა.შ. ამ დაპირისპირებებში არიან გახლართული. ეს ჩვენთვის მომგებიანი შეცდომებია.

შეიძლება მათ ჰქონდეთ რაღაც გათვლები, მაგრამ აბსოლუტურად უსუსურია მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ რაღაცა გათვლები გააკეთონ, ამის თავიც კი არ აქვთ, მელიას ინტელექტის დონე თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მათ ინტელექტიც კი არ უწყობთ ხელს, რომ ასეთი გათვლები გააკეთონ და მეორე არის შიდა დაპირისპირებები, რაც არ აძლევს მათ რაციონალური გადაწყვეტილების საშუალებას”

ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედის ეთერში.