მელიტოპოლის მერის მძევლად აყვანა დანაშაულია დემოკრატიის წინააღმდეგ – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მელიტოპოლის მერის მძევლად აყვანით რუსული საოკუპაციო ძალები ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
“ეს ოკუპანტების სისუსტის ნიშანია. მათ ჩვენს მიწაზე არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი იმედი ჰქონდათ. ეს იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისინი თავს იტყუებდნენ, რომ თითქოს უკრაინაში რუსეთს ელიან. მათ აქ ვერ ნახეს მოკავშირეები, ვინც ქალაქებსა და ძალაუფლებას დათმობდა“ – განაცხადა ზელენსკიმ.