მელიტოპოლში აფეთქდა მანქანა, რომელშიც რუსეთის დანიშნული ჩინოვნიკი იმყოფებოდა

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში მანქანა აფეთქდა, რომელშიც,  რუსეთის მიერ დანიშნული ჩინოვნიკი, მაქსიმ ზუბარევი იმყოფებოდა. შემთხვევა, 3 აპრილს დილით მოხდა.

მომხდარს ადასტურებს, მელიტოპოლის ლეგიტიმური მერი, ივან ფედოროვი.

აფეთქების შედეგად სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.