“თქვენ ბრძანეთ მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, ამაზე პასუხი მარტივია. ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. შეშლილობა იქნება, რომ ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა. არ მოუსმინოთ. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ესეთი ხმები, მცდარი ხმები ვრცელდება. იმიტომ, რომ ეს ქმნის პრობლემას. ხალხის მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი, რომ გზავნილები შეილახოს, რომ უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. რუსული პროპაგანდა არის ძალიან ინტენსიური ქვეყანაში და ასეთი მიმართულებით მათ თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში”,

განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.