“მერაბიშვილისა და ჩემი თანამშრომლობა ერთ პარტიაში გამორიცხულია “-ამის შესახებ ენმ-ის თავჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
”მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ უკეთებია, მიუხედავად დიდი შეცდომებისა. მაგრამ მე ვთქვი, რომ ადამიანის ვანო მერაბიშვილის, ვისზეც თქვენ საუბრობთ, და ჩემი თანამშრომლობა ერთ პარტიაში უბრალოდ არის გამორიცხული. ეს არ მიუთითებს, რომ ჩვენ შორის არის რამე კონფლიქტი, უბრალოდ, თანამშრომლობა არის გამორიცხული.”- განაცხადა მელიამ.