მერიის ინფორმაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა მაისის ბოლოსთვის აღდგება

თბილისის მერის, კახა კალაძეს განცხადებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან “გაგრის” მიმდებარედ გზის დაზიანებული მონაკვეთისა და საფეხმავლო ბილიკის გამაგრება მიმდინარეობს და მოძრაობა მაისის ბოლოსთვის აღდგება.   მისი თქმით, ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სამშენებლო მოედანი და ხორციელდება გეოლოგიური კვლევა.

“სავალი გზის აღდგენა მაისის ბოლოსთვის დასრულდება და ავტომობილების გადაადგილება თავისუფალი იქნება. რაც შეეხება ხიმინჯოვანი კედლის მოწყობას, სამუშაოების დასრულება დამოკიდებულია წყლის დონეზე”, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.