მესამე მსოფლიო ომი, თუ ეს მოხდება, იქნება ბირთვული და დამანგრეველი – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Aljazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ლავროვი ასევე აცხადებს, რომ არ დაუშვებს რუსეთი, უკრაინამ ბირთვული იარაღი მოიპოვოს.
“მესამე მსოფლიო ომი იქნება დამანგრეველი ბირთვული ომი.” – ამბობს ლავროვი.
”სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, მათ შორის კიევში, მიზნად ისახავს უკრაინის განიარაღებას. რუსეთი უკრაინას არ დაუშვებს ბირთვული იარაღის მოპოვებას”, – ციტირებს ტელეკომპანია ლავროვის სიტყვებს.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, აღიარა, რომ კიევს შეუძლია გადახედოს ბუდაპეშტის მემორანდუმის ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც ითვალისწინებს ბირთვულ იარაღზე უარის თქმას უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.