“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მათი პარტია არჩევნების მეორე ტურში მხარს დაუჭერს ყველა ოპოზიციურ კანდიდატს.
“სადაც მეორე ტურებია, ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიის წარმომადგენლები არიან, ვუჭერთ მხარს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ – ეს იქნება ზოგადად ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზაცია, დარწმუნება, რომ მოსვლა მნიშვნელოვანია და მაღალი მოსვლა უნდა იყოს. მეორე, როგორც კვალიფიციურ სუბიექტს გვყავს კომისიის წევრები ყველა დონეზე და ეს რესურსი იქნება მთლიანად გამოყენებული”,– განაცხადა ჩიხლაძემ.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში გაიმართება.