ბარსელონას ფეხბურთელი, ლიონელ მესი აცხადებს, რომ ის ბარსელონაში დარჩება. ამის შესახებ არგენტინელმა GOAL.COM-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მესის თქმით, შეუძლებელია, რომელიმე კლუბმა ბარსელონას მოთხოვნა შეასრულოს და მასში 700 მილიონი ევრო გადაიხადოს.
“დარწმუნებული ვიყავი, რომ თავისუფლად წამოვიდოდი. პრეზიდენტი ამბობდა, რომ სეზონის ბოლოს თავად გადავწყვეტდი წავიდოდი თუ დავრჩებოდი. ახლა კი ამბობენ, რომ მე ეს 10 ივნისამდე არ მითქვამს. პანდემიის გამო, 10 ივნისს ლა ლიგაში ვიბრძოდით”, – თქვა მესიმ.
მესის თქმით, ის იმ მიზეზით დარჩა, რათა თავიდან აეცილებინა სასამართლო გარჩევები. მანვე აღნიშნა, რომ ბარსელონა არის კლუბი, რომელიც უყვარს და რომელმაც ყველაფერი მისცა. ამიტომ, კლუბის წინააღმდეგ სასამართლო გარჩევები არ სურდა.