“მესმის თქვენი ტკივილი,მაგრამ წადით სახლში მშვიდობიანად”-აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავს და სახლში მშვიდობიანი წასვლისკენ მოუწოდებს.
„მე მესმის თქვენი ტკივილი, მესმის თქვენი წყენა. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. ჩვენ დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ არჩევნებში და ეს ყველამ იცის, განსაკუთრებით კი მეორე მხარემ, მაგრამ სახლში უნდა წახვიდეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობა. ჩვენ უნდა გვქონდეს კანონი და წესრიგი. ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმე დაშავდეს. ეს ძალიან რთული პერიოდია. არასდროს მომხდარა ასეთი რამ. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, მაგრამ მათ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ, ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობა. ასე, რომ წადით სახლში. ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, თქვენ განსაკუთრებული ხართ. ხედავთ რა ხდება. ხედავთ, სხვებს როგორ ექცევიან. ვიცი რასაც გრძნობთ, მაგრამ წადით სახლში და წადით მშვიდობიანად“ – აცხადებს ტრამპი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.