მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული მესაზღვრე პოლიციას ჩაბარდა

სასაზღვრო პოლიციის თანაშრომელი, რომელსაც მესტიაში სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის განზრახ მკვლელობისთვის ეძებდნენ, პოლიციას ჩაბარდა. ინფორმაციას ადასტურებს პროკურატურა.

უწყებამ აღნიშნული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გუშინ დაიწყო და მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს აწარმოებდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

20 აპრილს მესტიის რაიონის სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა საკუთარ კოლეგას ურთიერთშელაპარაკებისას ორჯერ ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად  ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.