ამ დროისთვის მესტიამდე მისასვლელი გზა ჩახერგილია. შავღელეს მონაკევეთზე მეწყერი ჩამოწვა. მიზეზი გადაუღებელი წვიმა გახდა.
მესტიამდე მისასვლელ გზაზე კი ავტომანქანების კოლონა დგას, რომლებიც გადაადგილებას ვერ ახერხებენ. სამართალდამცველები ტერიტორიაზე არც ჟურნალისტებს უშვებენ.
მეწყერის გამო შესაძლოა წითელ ზონაში ეპიდემიოლოგების ჩასვლა და მოსახლეობისთვის პროდუქტის ჩატანა შეფერხდეს.
მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს სვანეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. დღეს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით მესტიასა და უშგულში კარანტინი გამოცხადდა, რის გამოც იქ მყოფ მოსახლეობას, მათ შორის ტურისტებს და ადგილობრივებსაც გადაადგილება შეზღუდული აქვთ. რეგიონის დატოვების შემთხვევაში მათ 2 კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.