თბილისის მერიის ცნობით, მეტროსადგურებზე – სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვაჟა-ფშაველა მგზავრთა მიღება განახლდა და საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
დღეს მატარებლები საბურთალოს ხაზზე სადგურის მოედნიდან მეტროსადგურ დელისამდე მოძრაობდნენ.
“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე დილიდანვე იმყოფებოდნენ და ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობდნენ. ამ ეტაპზე, შეზღუდვა მოხსნილია და თბილისის მეტროს მგზავრებს ორივე ხაზი შეუფერხებლად ემსახურება. სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”,- აცხადებს მერია.