ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროს ქვესადგურში მოკლე ჩართვის გამო, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზი ორი საათის განმავლობაში გაჩერებული იყო. მოძრაობა მხოლოდ საღამოს 21 საათზე აღდგა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ვაგშონებში დაკვამლიანება მას შემდეგ შენიშნეს, რაც მატარებელი ადგილიდან დაიძრა, თუმცა მემანქანემ ვაგონების შემადგენლობა მალევე გააჩერა.
მოხდა მგზავრების ევაკუაცია და მოძრაობა დროებით გაჩერდა. ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობდნენ, რომლებმაც პერიმეტრი გადაამოწმეს.
დაკვამლიანება ქვესადგურში აგრეგატის დაზიანებამ დაკვამლიანება, რის შემდეგაც ტექნიკური ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.