მეუფე იაკობი: ყველა ფრთხილად იყოს, ვინც პატრიარქს ებრძვის, ყველას მიეხედება

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ამბობს, რომ ყველა ფრთხილად უნდა იყოს, ვინც “პატრიარქს ებრძვის”, რადგან “ყველას მიეხედება”.

“ახლა მარხვაა და ველოდებით მარხვის ბოლომდე, რომ გამოფხიზლდნენ. წლები გადის და არათუ სინანული, არამედ გამოდიან და სულელებივით ერთი და იმავე რაღაცას იძახიან, ნეტა თვითონ თუ სჯერათ, მაგრამ იმდენჯერ ლაპარაკობენ შეიძლება, თვითონ ერთმანეთი დააჯერეს. საეკლესიო კანონებიც არის და თვითონ მატყუარებს იგივე კანონით განაკანონებენ ხოლმე.

ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან და ეს ორაზროვანი ლაპარაკები ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ცოტა დაფიქრდნენ და აირჩიონ სად დგანან – ღმერთთან დგანან, თუ მატყუარებთან დგანან. იმიტომ, რომ უკომპრომისოები ვიქნებით, (მერე უკვე ავტორიტეტიც აღარ არსებობს მასე, რომ იქცევიან) და ყველას მიეხედება აბსოლუტურად. ერთობა ვიცი, ნამდვილი ერთობა, ძალად ერთობა არ გამიგია მე”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ეკლესიას ებრძვიან, რათა საქართველო “ადვილად დაშალონ”.