მეუფე იაკობი ივერი მელაშვილზე: უვარგისია, ერის მტრებს სხვანაირად ვეპყრობით

ბოდბელმა ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ივერი მელაშვილსა და მთავრი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმიანება და კარტოგრაფს შეურაცხყოფას აყენებს.

“უვარგისი ადამიანია და არ უნდა ჩადიოდეს, დაეტიოს. მაგას შეუძლია ოპოზიციურ პარტიებში იაროს, ტაშს ვინც უკრავდა. ქართველ ერთან გამოსასვლელი ცხვირ-პირი მაგას არ აქვს. ახლა როგორც გინდათ ისე შეაფასეთ და ვისაც უნდა ისე შეაფასოს. ჩემი ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით”,– ამბობს მეუფე იაკობი.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილის დავით–გარეჯიშის მონასტერთან ჩასვლა პროვოკაცია იყო.

“ვინ ნასვამი იყო და ვინ არა, არ ვიცი. გაქვთ საბუთი, რომ ნასვამები იყვნენ? თუ სუნი ამოდიოდათ? გუშინ პრემიერს ჰქონდა ვიზიტი. რა ვიცი, რომ ივერის მხრიდან ეს შეგნებული პროვოკაცია არ იყო, ხო? მე ის ადამიანი არ ვარ, რამე ვთქვა და ვინმემ მითხრას ბოდიში მოიხადეო.

ივერის [მელაშვილს] რომ დაინახავ შევადარებდი კორიდას, ხართან რომ გადიან. ივერი არის მატადორი. ჟურნალისტები გამოდიხართ უბრალოდ, რომ ესვრიან ხოლმე, ლახვარს რომ არჭობენ, კლავთ ხარს, ხო? ის ხარი გირქენს მერე, წაგაქცევს. მერე მიაქვთ და აჭმევენ ადამიანებს, ხო? როცა მიდიხარ, პირნათელი ხომ უნდა იყო, თან 6000 ბერის ხსენების დღეა?! უბრალოდ, ცუდი რა არის იცით? ისეთ პერიოდში დაიჭირეს, სალაპარაკოდ გაუხდა ხალხს. მოეკიდათ ხელი მანამდე, ვის გაახსენდებოდა?” – ამბობს მეუფე იაკობი.