ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა. მეუფე იაკობი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მეუფე იაკობს კვლევები უტარდება.