მეუფე ნიკოლოზის თქმით, ომბუდსმენს პანსიონში მას შემდეგ შეუშვებენ როდესაც მის კვალიფიკაციაში დარწმუნდებიან

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ომბუდენს პანსიონში მას შემდეგ შეუშვებენ როდესაც მის კვალიფიკაციაში დარწმუნდებიან. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. ნიკოლოზი ამბობს, რომ პანსიონში შესვლა არც ნინო ლომჯარიასთვის და არც მისი წარმომადგენლებისთვის იქნება პრობლემა, თუ დარწმუნდებიან, რომ მათ “შესაბამისი კვალიფიცკაცია” აქვთ.

“ვის არ აჩვენებს მეუფე სპირიდონი? თუ სახალხო დამცველზეა ლაპარაკი მაინცდამაინც, პირადად მასზე, ვიცნობ და არაჩვეულებრივი ქალბატონი ბრძანდება ქალბატონი ნინო. ძალიან სიმპათიური, მომხიბვლელი, მიმზიდველი, განათლებული, კარგი ადამიანია.

მას თუ უნდა შესვლა, მე არ მგონია, რამე პრობლემა იყოს. მე არ მგონია რაიმე პრობლემა იყოს მის რომელიმე თანამშრომელზე, ოღონდ, ჩვენ უნდა დავწრმუნდეთ, რომ ეს თანამშრომლები მომზადებულები არიან შესაბამისად, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი შევიტანოთ ადამიანის კვალიფიკაციაში”, – განაცხადა მან TV პირველის ეთერში.