მეუფე სტეფანეს მხარდამჭერებმა ჟურნალისტებს ხელი ჰკრეს და თხრილში ჩაყარეს (ვიდეო)

მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა მთავარი არხის ჟურნალისტებს ემა გიგოხიასა და ზვიად აბლოთიას, ასევე TIMER–ის ჟურნალისტს აკო ქიქავას ხელი ჰკრეს და ისინი თხრილში ჩაყარეს.

ვიდეოს ფორმულა ავრცელებს:

დღეს სალხინოს ტაძარში ბზობის დღესასწაულზე შეკრებილ მრევლს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური შეხლა–შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაძარის ეზოში ადგილობრივი ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. მხარეები პოლიციამ განარიდა