გამამტყუნებელ განაჩენსა და გაურკვეველი დროით თავისუფლების ჩამორთმევას ველი. საერთოდაც, ამ მოვლენას ისე ვუყურებ, როგორც საინტერესო პრეცედენტს: გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ არ რჩება ჩემი ადგილი დედამიწაზე, სადაც კანონმორჩილ მოქალაქედ მიცნობდნენ. დასავლეთში, ჰააგის ტრიბუნალის განაჩენის შემდეგ, უკვე გამოცხადებული ვარ ტერორისტად. სამშობლოში კი, როგორც ჩანს, ექსტრემიზმის საეჭვო რეპუტაცია მელის.
ბიძგი იყო რუსეთის გარე და შიდა არასტაბილურობა, ხელისუფლების მიერ მათი პოზიციის არამდგრადობის განცდა. მე დამაკავეს პრიგოჟინის ამბოხიდან ერთი თვის შემდეგ. ჩემი ყველაზე დიდი შიშია, რომ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის სასჯელის ნაცვლად მზარეულივით (რედ. იგულისხმება პრიგოჟინი – ზედმედტსახელად პუტინის მზარეული) “შემიწყალებენ”.
განაცხადა დონეცკში პრორუსი სეპარატისტების ყოფილმა სამხედრო ლიდერმა იგორ სტრელკოვმა (გირკინმა) საგამოძიებო იზოლატორში მიცემულ ინტერვიუში.