”ჩვენ ვერ დავეშვებით “ჭუტას” დონეზე… კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა სათანადო პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია – მეც იმავეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა.”
ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმას.