მეწყრული პროცესების გამო მუხურიდან ტობავარჩხილის ტბამდე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა

სოფელი მუხურიდან ტობავარჩხილის ტბის მიმართულებით გზაზე მეწყრული პროცესები მიმდინარეობს, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ინფორმაციას ამის შესახებ, სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.  მოკვლევის შემდეგ შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

“სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები”. – წერია განცხადებაში.