“პოლიტიკოსობა არის ტვირთის აწევა და გაწევა, დიახაც, და მზად ვარ კრიტიკისთვისაც, მაგრამ კიდევ უფრო მეტს გეტყვით – ეს ბრძოლა გამძაფრდება და ეს პროტესტის ფორმა კიდევ უფრო მძაფრ ხასიათს მიიღებს, მაგარამ, მაპატიეთ, მაგრამ ყველა მოყეფარე ძაღლს ვერ გავუჩერდები, რადგან მიზანი და ამოცანა დიდი გვაქვს. როდესაც მიზნამდე და ამოცანამდე მივალთ, მერე ნამდვილად მოვუბრუნდები და სიამოვნებით მოვეფერები ნებისმიერი ადამიანის გულწრფელ განცდებს, შეხედულებებს და დავარწმუნებ უფრო ადვილად, რომ ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, არის სწორი.
წარმატებები გარდაუვალია, რწმენა არის საჭირო. როდესაც აქეთ-იქით ხედავ, რომ ქვეყანა გეცლება სახელმწიფოებრივი საფუძლების სახით, მაპატიეთ, საცივს ვერ მივუჯდებოდი ახალი წლის დღეებში და “გაუმარჯოს საქართველოს” ვერ ვიტყოდი. თუ ვინმე თვლის, რომ ეს უფრო ეფექტური ბრძოლის მეთოდია, წარმატებები, იქნებ შეისმინოს სადღეგრძელო გამარჯვების ღმერთმა და ასე მოვიპოვოთ გამარჯვება, მაგრამ მე ნაკლებად მჯერა, რომ დიდი ძალისხმევის გარეშე მოვა”
ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია TV პირველის ეთერში.