ოპოზიცია აცხადებს, რომ მზად არის ხელისუფლებას კომპრომისის სივრცე მისცეს და 25 თებერვლის აქცია გადადოს.
“ჩვენ 25 თებერვალს გვქონდა დაანონსებული ოკუპაციის 100 წლის თავის აქცია, რომელშიც მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მიიღებს და უნდა მიეღო ნიკა მელიას, რომელსაც დევნიან იმის გამო, რომ გავრილოვი ჩამოიყვანა ხელისუფლებამ.
იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა, ვიზრუნოთ ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად, ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთანხმების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია. იმისთვის, რომ დასხნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, იმისთვის, რომ შეასრულონ, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მოთხოვნები”,– თქვა ხატია დეკანოიძე სხვა ოპოზიციონერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, ოპოზიციამ “ლეიბორისტული” პარტიის ოფისში, 15 თებერვლის შეხვედრაზე,2 აქცია დააანონსა – 25 თებერვალს თბილისსა და ბათუმში, ხოლო მეორე – 31 მარტს.