“მზად ვართ საქართველოსთან დიპლომატიური კავშირების აღდგენისთვის ” – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს პოზიტიური ზრახვები სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რეალურ ნაბიჯებად გადაიქცევა.
ზახაროვას მტკიცებით, “მოსკოვი ისევე მზადაა დიპლომატიური კავშირების აღსადგენად, როგორც ქართული მხარე.[…] ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი [სიგნალები] განხორციელდება კონკრეტულ ნაბიჯებში საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან.[…] ამისთვის არის უზარმაზარი შესაძლებლობები. საქართველოსთვის კი რუსეთი რჩება საკვანძო ბაზარად ბევრ სფეროში, განსაკუთრებით ღვინის პროდუქტებისა და ხილის. მეორე მხრივ, რუსეთი არის საქართველოს ენერგორესურსების და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელი”, – თქვა ზახაროვამ.