მზად ვართ ყველაზე უარესისთვის – იენს სტოლტენბერგი

“მზად ვართ ყველაზე უარესისთვის” – ამის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით,  დაზვერვის მონაცემებით, „რუსეთის ქვედანაყოფები უკან კი არ მიდიან, არამედ ადგილებს იცვლიან. რუსეთი ცდილობს გადაჯგუფებას, მარაგების შევსებას და დონბასში იერიშის გაძლიერებას”.

“ვმუშაობთ საუკეთესო, მშვიდობიანი, პოლიტიკური გადაწყვეტისთვის, მაგრამ ასევე მზად ვართ ყველაზე უარესისთვის – რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში. მოვუწოდებთ მათ, გააკეთონ ის, რასაც ამბობენ და რეალურად მოახდინონ დეესკალაცია – ეს არის ძალების გაყვანა და ეს იქნება საუკეთესო წვლილი დაძაბულობის შესამცირებლად და ევროპაში ნებისმიერი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად”,- განაცხადა სტოლტენბერგმა.