მზია ამაღლობელი გაეწერა, ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი – ჩხაიძე

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაწერისას დამაკმაყოფილებელი იყო. ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გადაიყვანეს.  ინფორმაციას კლინიკა ვივამედის სამედიცინო დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ავრცელებს.

“ჩვენგან პაციენტი გაეწერა, მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. მივეცით შესაბამისი რეკომენდაციები და შევთანხმდით, რომ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში გააგრძელებდა რეკომენდაციების შესრულებას. […] უკვე ერთი კვირაა იკვებებოდა” – თქვა ჩხაიძემ.