კვირა, 23 თებერვალი , 2025, 02:27

მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა

“ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა და მოუწოდებს სხვა პატიმრებსსაც რომ მათაც შეწყვიტონ.

“ბათუმში, ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის, 2 არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ, მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების , კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ  დაგასუსტოთ, თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ” – წერს მზია ამაღლობელი. 

მზია ამაღლობელი 38 დღე იშიმშილა.