ამის შესახებ, სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე) 25 თებერვალს, ქადაგებაზე განაცხადა. ის კრიტიკულ ტელეარხებს “სატანის მიკროფონს” უწოდებს და სინანულისკენ მოუწოდებს.
“მთავარი არხი, ტვ პირველი და ფორმულა – ეს არის სატანის მიკროფონი. ამიტომ ვევედროთ დედა ღვთისმშობელს და უფალს, მოიქცენ ისინიც, მოტრიალდნენ, ღმერთმა მადლი მისცეთ ძალიან დიდი და სინანული მისცეთ ძალიან დიდი და უფალმა აღადგინოს დიდი ივერია”.
თეოლოგი გოჩა ბარნოვი ფორმულასთან ამბობს, რომ ეპისკოპოსი სპირიდონი, ისევე, როგორც მაღალიერარქების დიდი ნაწილი სიძულვილის ენით საუბრობს და მხოლოდ შუღლს სთესავს საზოგადოებაში.
“ეს მხოლოდ იწვევს საზოგადოების გახლეჩას, საზოგადოების ერთი ნაწილის წახალისებას მეორისკენ. როცა ხდება ძალადობა, ლომის წილი მიუძღვით სასულიერო პირების დიდ ნაწილს”. – თქვა ბარნოვმა.