მთავარი არხი მარეგულირებელმა კომისიამ 58 ათასი ლარით დააჯარიმა

მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი” 58 000 ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზად კომისიამ 6-7 ნოემბერს ეთერში გასული კლიპები დაასახელა და განაცხადა, რომ ტელევიზიას ამ პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშვების უფლება არ ჰქონდა.

“წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვით, კი შეეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58 000-ით”, – წერს მთავარი არხის იურისტი თამთა მურადაშვილი.