“მთავარი არხის” ოპერატორს მოძალადეებმა პოლიციის თვალწინ სცემეს

პარლამენტის წინ შეკრებილი მოძალადე ჯგუფები ამჯერად მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს პოლიციის თვალწინ, დაესხნენ თავს. ორგანიზებულ დაჯგუფებას რუსთაველის გამზირი აქვს გაკაკეტილი, შეკრებილი არიან ქაშუეთის ეკლესიასთან, ჟურნალისტებს არ აძლევენ მუშაობის უფლებას.

ვარძელაშვილი ქაშვეთის ეზოში საპატრიარქოს წარმომადგენლების პარაკლისს იღებდა, როცა ფორმულას კიდევ ერთ ჟურნალისტზე, რატი წვერავაზე თავდასხმის შესახებ შეიტყო.