საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.
მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასეთია:
- პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება;
- სტუმრის მიერ გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის განთავსება, სადაც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პარკი;
- სტუმრის გასვლის შემდეგ სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია მათ შორის, 4 საათიანი განიავება;
- დალაგებისას პერსონალური დაცვის საშუალების გამოყენება;
- ხელების დაბანა საპნითა და წყლით დალაგებამდე და მის შემდეგ;
- ხშირად შეხებადი ზედაპირების და დაბინძურებადი სივრცეების პერიოდული გაწმენდა დეზინფექცია;
- რბილი ავეჯის და იარატაკის სპეციალური საწმენდი საშუალებებით წმენდა;
- გამოყენებული თეთრეულისა და პირსახოცების შეგროვება სპეციალურიად ამისთვის განკუთვნის ტომარაში;
- თეთრეულისა და პირსახოცების გარეცხვა არანაკლებ 60 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის წყლითა და სათანადო სარეცხი საშუალებების კომბინაციით;
- მტვრისა და მიკროორგანიზების ჰაერში ან სუფთა ზედაპირებზე მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია;
- სტუმრის მიღება/გასვლის დისტანციური სისტემის დანერგვა.
რეკომენდაციები საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტორსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადდა.