მთავრობამ დღეს დამატებითი შეზღუდვები არ დააწესა.
ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა ახალ შეზღუდვებს ამ ეტაპზე არ აწესებს, თუმცა შესაძლო შეზღუდვებს განიხილავს.
“დღეის მდგომარეობით, ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული. გუშინ და დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია სისტემურ ლოქდაუნზე, ასეთი გადაწყვეტილება არ არის მიღებული”, – თქვა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, მოსალოდნელია რომ შეზღუდვები დაწესდეს მობილობის შემცირებისთვის და პირბადის ტარებისთვის. მაგალითად, ცქიტიშვილის განმარტებით, შესაძლოა შეიზღუდოს სავაჭრო დაწესებულებების მუშაობა, გაიზარდოს გადაადგილების შეზღუდვის საათები და ა.შ.