საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე გარე სივრცეებშიც ატარონ.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, რეკომენდაცია თბილისს, ქუთაისსა და ბათუმს შეეხება.
“მკაცრი რეკომენდაციაა მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროსი, რომ სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისს და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადე ატარონ. განსაკუთრებით იმ ადგილებში, გარეთ, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ეს გაკონტროლდება შრომის ინსპექციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ”, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია. გარდაიცვალა კიდევ 5 და გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი.